2012 წლის არჩევნებმა მოიტანა თავისუფლება, მაგრამ ვერ მოიტანა კეთილდღეობა

14247999_1296872987013288_653701235_oპარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და „რესპუბლიკელების“ პირველი ნომერი დავით უსუფაშვილი „ზუგდიდობის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რის შემდეგაც ზუგდიდის ბულვარში, ილიას ძეგლთან შეკრებილ მოსახლეობასა და მხარდამჭერებს „რესპუბლიკური პარტიის“ ქალაქ ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატ გიორგი თოდუასთან ერთად შეხვდა.

საქართველოში ბიზნესი ვერ განვითარდება ვერასოდეს, თუ პარლამენტი ბიზნესმენებით აივსება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში ყოფნისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ვნებს პოლიტიკასაც და ბიზნესსაც. უსუფაშვილმა ამის მაგალითად პარლამენტარი გოდერძი ბუკია მოიყვანა და აღნიშნა, რომ ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ იყო პარლამეტში.

“როგორ შეიძლება ბიზნესი იყოს თავისუფალი, თუ რომელიმე დარგის წარმომადგენელი ზის პარლამენტში და თვითონ იღებს იმ კანონებს, რომელიც იმ ბიზნესს არეგულირებს. ამას ვსაყვედურობთ ჩვენს კოლეგა „ქართულ ოცნებას“, როდესაც ვეუბნებით რომ ოთხი წლის წინ, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი იყო დასამარცხებელი, ჩვენ მაშინ სხვა კრიტერიუმებით ვარჩევდით მებრძოლებს. დღეს, შეგვიძლია კარგად დავფიქრდეთ, ვინ ჯობია პარლამენტში. თქვენი კუთხის შვილია ბატონი გოდერზი ბუკია, რომელსაც ოთხი წელი ჩემთან ერთად პარლამენტში უნდა ემუშავა. ოთხი წლის განმავლობაში ხუთჯერ ვნახე პარლამენტში. მშრომელი კაცია, მაგრამ ის კაცი შრომობს თავისი ბიზნესისთვის, თავისი კომპანიისთვის. არ შეიძლება ეს ხალხი იყვნენ პარლამენტში. თან ბიზნესს აკეთებდნე და თან პოლიტიკას”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

14316068_1296872943679959_731571313_o

„2012 წლის არჩევნებმა მოიტანა თავისუფლება, მაგრამ ვერ მოიტანა კეთილდღეობა და ხალხს ისევ უჭირს,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას და დასძინა, ის, რომ ზუგდიდი თვითმმართველი ქალაქია, „ოცნების“ კი არა „რესპუბლიკური პარტიის“ დამსახურებაა.

banner
წინა სტატიაში(Video) სანდრა რულოვსისა და მერაბ ქვარაიას შეხვედრა
შემდეგი სტატია,,სტამბულს დიდი მიწისძვრა ემუქრება,,