2012 წელს ლოპოტაში გადარჩენილი ჩეჩენი მებრძოლი ავსტრიაში სკანდალური განცხადებებს ავრცელებს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში დაიწყო სასამართლო პროცესი, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ ,,იმარატ კავკაზის,, წევრზე – მაგომედ იბრაგიმოვზე (ავსტიაში ცნობილი, როგორც აბუ ჰამზა)

გავრცელებული ინფორმაციით, იბრაგიმოვი, რომელიც თვითონ საკუთარი ნებით მივიდა  ავსტრიელ სამართალდამცავებთან, მხოლოდ მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მის ტელეფონში,  2012 წელს საქართველოში, ლოპოტას ხეობაში განხორციელებულ სპეცოპერაციაზე გარკვეული მონაცემები აღმოუჩინეს.

იბრაგიმოვი ავსტრიულ მართლმსაჯულებასთან აღიარებს, რომ ის რუსული სპეცსამსახურების და პირადად ჩეჩნეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის რამზან კადიროვის აგენტია… და რომ ის ახმედ ჩატაევთან ერთად ხელმძღვანელობდა 2012 წელს პანკისში ჯგუფის შექმნას და ამ ჯგუფის ჩეჩნეთში გადასვლის ოპერაციას.

ავსტრიიდან მიღებული ინფორმაციით, იბრაგიმოვი აცხადებს, რომ ის კადიროვის აგენტი იძულებით გახდა, რადგან 2004 წელს ის კადიროვის ტყვე იყო და მან აიძულა ეთანამშრომლა რუსულ სპეცსამსახურებთან… მისივე განცხადებით, კადიროვის ხელისუფლებას ტყვედ ჰყავდა აგრეთვე მისი და… რის გამოც მას პანკისში ჯგუფის შექმნაში მოუწია ჩართვა, როგორც კადიროვის აგნეტს.

იბრაგიმოვის ვერსიით, პანკისში 2012 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში იქმნებოდა ჯგუფი, რომელიც ბოლო მოდელს ამერიკულიდა ავსტრიული იარაღით იყო აღჭურვილი, რაც დიდი თანხები დაჯდა. ოპერაცია, როგორც იბრაგიმოვი აცხადებს, მან და რამზან კადიროვის ნათესავმა, ისლამ კადიროვმა დაგეგმეს, რომელიც ამ ჯგუფს რუსეთის საზღვართან უნდა დახვედროდა. ოპერაციის ჩავარდნას, იბრაგიმოვი მის შეცდომას უკავშირებს, რადგან სწორედ მის მიერ გაგზავნილი ეს-ემ-ეს შეტყობინება გაშიფრეს ამერიკულმა და ქართულმა სპეცსამსახურებმა, რის გამოც ქართულმა სპეცსამსახურებმა მათი წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს, სადაც ჩატაევი და თავად იბრაგიმოვი დაიჭრნენ. ჩატაევი ქართველ სამართალდამცავებს ჩაუვარდათ ხელში, ხოლო იბრაგიმოვმა მიმალვა შესძლო და მისივე განცხადებით, უკან ჯერ სტამბულში დაბრუნდა და მას შემდეგ რაც სტამბულში ,,იმარატ კავკაზის,, წევრებმა ის დოკუ უმაროვის ღალატში დაადანაშაულეს, ავსტრიაში გაქცევით უშველა თავს.

იბრაგიმოვი აცხადებს, რომ კადიროვმა მას რამდენჯერმე გაუგზავნა რუსული პასპორტი, რომლის მეშვეობითაც ის სხვადასხვა ქვეყანაში გადაადგილდებოდა. იბრაგიმოვის რუსული სპეცსამსახურების აგენტობას ემხრობა ასევვ მისი ადვოკატი და მოითხოვს რომ სასამართლომ ეს ფაქტი გაითვალისწინოს. რაც შეეხება რუსეთს, რუსული მხარე აცხადებს რომ  მაგომედ იბრაგიმოვი ტერორისტია.

 

banner
წინა სტატიაშიძმები ყარამანაშვილები: ნიკა გვარამიას ხვალვე შეუძლია განაახლოს მოვალეობის შესრულება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ახალი ეროვნული იდეა და მას ,,არა ჩადებას” ჰქვია