2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა2011-2013 წლებში, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვადასხვა დასახელების საჩუქრის შეძენაზე 3 765 600 ლარი დახარჯა.

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

დოკუმენტის მიხედვით, 2011-2013 წლებში შესყიდული 930.3 ათასი ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელებიდან 266.7 ათასი ლარის სასმელები ადგილზე მოხმარების მიზნით საწყობიდან გაცემულია პრეზიდენტის სამდივნოს უფროსზე ე.წ. ,,სპეცსაწყობში.”

„კონკრეტულად, თუ როდის და რა სახის ღონისძიებებზე იქნა მოხმარებული აღნიშნული სასმელები წარმოდგენილი მასალებით ვერ დგინდება. ფიზიკურ პირებზე საჩუქრების სახით გადაცემულ 1,370.2 ათასი ლარის ქონებაზე საგადასახადო კოდექსის 154 მუხლის ,,მ” ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციის მიერ ქონების საჩუქრად გადაცემის დროს საშემოსავლო გადასახადის დაკავება და ბიუჯეტში გადარიცხვა არ განხორციელებულა. მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე კი დარიცხვასა და ბიუჯეტში გადარიცხვას ექვემდებარებოდა 342.6 ათასი ლარი. საჩუქრების სახით შესყიდული საათები, ოქროს სამკაულები, კომპიუტერული ტექნიკა და ტელეფონები არ მიეკუთვნებოდა სუვენირებს.
ამდენად, მათი შესყიდვა და საჩუქრების სახით გადაცემა წარმომადგენლობითი ხარჯების სახით არამართებული იყო. ასევე, არამართლზომიერ ხარჯს წარმოადგენს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების თანამშრომლებზე კომპიუტერული ტექნიკის საჩუქრების სახით გადაცემა”, – აღნიშნულია დასკვნაში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2″-სგან გადაცემა ,,კურიერის” 21:00 საათიანი გამოშვების 2003 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდის არსებული ჩანაწერის საარქივო მასალა 170.0 ათას ლარად შეიძინა.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახურმა 210 მლნ ლარის ფინანსური დარღვევები გამოავლინა
შემდეგი სტატიასააკაშვილის ახალი, მეოთხე თანამდებობა უკრაინაში