2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 9 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

 

2008 წლის 8 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. მომდევნო დღეს, პარალელურად რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.

8 აგვისტოს დილას, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, რომელიც პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმყოფებოდა, დაგმო საქართველოს „აგრესიული ქმედებები“ და თქვა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებდა. 09:30 საათზე პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო შეხვედრა გამართა მთავრობის წევრებთან, კონფლიქტის შესახებ რუსეთის შესაძლო მოქმედების გეგმის შესამუშავებლად.

ნახევარ საათში, საქართველოს წყაროების ცნობით, სამი რუსული სუ-24 საქართველოს საჰაერო სივრცეში იჭრება და ორ ბომბს აგდებს ქარელის პოლიციის სადგურთან. ამავე წყაროს ცნობით რამდენიმე ბომბი გორის სიახლოვესაც ჩამოვარდა, თუმცა მათ მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთის წარმომადგენლებმა ეს ცნობები უარყვეს, თუმცა ფაქტები დაადასტურა ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფი“.

11:40 საათზე სააკაშვილის ბრძანებით მობილიზირებულ იქნა ქართული სარეზერვო ჯარები რუსეთის მიერ „ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისგან“ თავდაცვისთვის და მოუწოდა რუსეთს შეეწყვიტა „ქართული ქალაქების დაბომბვა“. სამხრეთ ოსეთში რუსეთის გარნიზონის მეთაურის განცხადებით ქართული ნაღმები ცხინვალში პირდაპირ მათ ყაზარმებს მოხვდა, რის შედეგადაც 12 რუსი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 30 დაიჭრა.

ქართული მხარის ცნობით, 15:00 საათზე მათ სამსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადეს ცხინვალიდან მშვიდობიანი მოქალაქეების უვნებლად გასასვლელად, თუმცა ეს განცხადება უარყო რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა ცხინვალში, მარატ კულახმეტოვმა.

რუსეთის 58-ე არმიის ტანკების კოლონამ დაიწყო ცხინვალისკენ მოძრაობა, რეგიონში რუსული ძალების მისაშველებლად. ქართული მედიის ცნობით, რუსული კოლონა 150 ტანკისგან, ჯავშანტრანსპორტიორისგან და სხვა დანადგარებისგან შედგებოდა. 8 აგვისტოს პრესის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერებიდან ჩანს კონფლიქტის ზონისკენ მომავალი Т-72 ტანკები, БМП-2 საქვეითო საბრძოლო მანქანები და 152 მმ 2C3 Akatsia თვითმავალი ჰაუბიცები, ასევე რეაქტიურლი არტილერიის დანაყოფები.

რუსული მედიის განცხადებით ქართული ჯარები ცხინვალიდან უკან იხევენ და რუსული სუ-24 და სუ-27 თვითმფრინავები სრულიად აკონტროლებდნენ ცხინვალის საჰაერო სივრცეს.

კულახმეტოვის განცხადებით მძიმე არტილერიის გამო ცხინვალი თითქმის სრულიად დანგრეული იყო. ფრანს პრესის ცნობით, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განცხადებით, თუ ცნობები რუსული ტანკების შესახებ ცხინვალის რეგიონში დადასტურდებოდა, საქართველო რუსეთს ომს გამოუცხადებდა. რუსეთის ტანკების ცხინვალში შესვლა მცირე ხანში დაადასტურა CNN-მა. იმავე ღამეს რუსული და ოსური ძალები ქალაქის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. რუსეთის ავიამოიერიშეებმა გორის დაბომბვა დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიკოხტა კოდუა უკრაინაში დააკავეს-საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალვოვში 2 ახალგაზრდა ქუჩაში სექსის დროს დააკავეს (+18 ვიდეო)