“2008 და 2014 წლებში, MAP- ის მიუღებლობა რეგრესი იყო “

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ შეასრულა ყველა ვალდებულება პასპორტის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით და ამით უნდა დაჩქარდეს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში.

 

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა RFI-ისთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან კავშირების განმტკიცების მიზნით, მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკისათვის ასევე არანაკლებ საკვანძოა ორმხრივი ურთიერთობები.
“რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ, ვიდრე ევროკავშირის შორეული წევრობა, საქართველოს უფრო დიდი მიზანია, გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის – NATO-ს შემადგენელი ნაწილი.
2002 წელს, პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ NATO-ს წევრობა იყო საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საბოლოო მიზანი. თუმცა, 2008 და 2014 წლებში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP – გზა, რათა გახდე დასავლური თავდაცვის ორგანიზაციის ნაწილი) მიუღებლობა იყო რეგრესი ამ გზაზე”, – აცხადებს მარგველაშვილი.
თუმცა, RFI-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ 2014 წელს, ქვეყანას ალიანსის სტანდარტებთან ყველაზე თავსებადი სამხედრო ძალების მქონე NATO-ს არაწევრი ქვეყნის სტატუსი მიანიჭეს.
“ქართველი სამხედროები მონაწილეობენ NATO-ს ოპერაციებში ავღანეთში, ისევე როგორც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში”.
banner
წინა სტატიაში“დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე ხდება ეს ამბავი“
შემდეგი სტატია“რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ტერიტორიების დაბრუნებაში დახმარებით, რეგიონში მეგობრებს შეიძენს”