2006 წლის 28 იანვარს 28 წლის სანდრო გირგვლიანი მოკლეს!!!

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული კრიმინალური საქმე თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

2006 წლის 28 იანვარს მომხდარმა მკვლელობამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა საქართველოს მიმდინარე მთავრობის, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა მინისტრის, პოლიტიკის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ზოგადად მთავრობის მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების სიმტკიცე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს მოკლეს. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ განჩინება 2011 წლის 26 აპრილს გამოიტანა. სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა.

 

 

 

 

                                   

                                           

banner
წინა სტატიაშიდემის რუსო გარდაიცვალა
შემდეგი სტატია2013 წლის 10 აპრილი–ბიძინა ივანიშვილი მესამე პოლიტიკურ ძალად ზურაბიშვილს, ბურჯანაძეს და ინაშვილს მოიაზრებს