200-მდე დასახელების მედიკამენტი, შესაძლოა, გაიაფდეს

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოესი თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროქტის განხორციელებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც, სულ მცირე 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე წამლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“გარკვეულ, დაახლოებით 450 დასახელების მედიკამენტზე, ფასების ზრდამ 15%-20% შეადგინა. ორმა ფარამაკოლოგიურმა კომპანიამ ძალიან კარგი სოციალური სოლიდარობოის პროექტი გააკეთა, როცა რამდენიმე ათეულ მედიკამენტზე ფასი დასწია. მეორე მხრივ, ვადასტურებ, რომ უახლოეს თვეების განმავლობაში ე.წ. სოციალური წამლის პროქტი განხორციელდება, როდესაც მინიმუმ 200 დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასები შემცირდება”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიკადიროვის საქმე ცუდად მიდის
შემდეგი სტატიარატომ დადის ვიზიტებზე ,,ბატკა,, ლუკაშენკო ,,კოლიასთან,, ერთად…?