200 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

“იურიდიული დახმარების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ძალაში 15 აპრილიდან შედის, 200 ათასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახელმწიფო ხარჯზე ადვოკატის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება.
პარლამენტის ინფორმაციით, აღნიშნული შეეხება არა მხოლოდ სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მომსახურებით სარგებლობას, არამედ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებშიც.
“ამ სიახლესთან დაკავშირებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი – ზაქარია ქუცნაშვილი, და იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, 15 აპრილს მცხეთას ეწვევიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ახალი საადვოკატო სერვისის ამოქმედებას გაეცნობიან”, – აცხადებენ პარლამენტში.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე – გარკვევა სჭირდება, თუ რატომ ამოიღეს ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიიდან
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეთა სერიოზულმა ნაწილმა ქართული ენა სათანადოდ არ იცის