20 ივნისი ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა

20 ივნისს, 19:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანიზებით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გაიმართება ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი“, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის ფოლკლორული ანსამბლი „დიოსკურია“, კვარტეტი „აფხაზეთი“, ბავშვთა ანსამბლი „კავკასიონი“, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი, მომღერალი მარიკა გულორდავა , ჟურნალისტი ირმა ოსია, პიანისტები ანა და გიგა პაპავები.
ფოიეში მოეწყობა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობისა და მუჰაჯირობის ამსახველი ფოტო-მასალისა და აფხაზეთის მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : პრეზიდენტი ქართველი ადვოკატების გვერდით დგას, როგორც პიროვნულად, ისე ინსტიტუციური გარანტიებით
შემდეგი სტატია2016-2017 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის რეგისტრაცია 1 ივლისს დაიწყება