20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს

საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალებით, 20 თებერვლამდე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონპროექტის შეჯერებული, საბოლოო ვარიანტი მზად უნდა იყოს, რომლის განხილვა და დამტკიცება საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მოხდება,–ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა.
შეხვედრაზე მთიანი რეგიონების სტატუსსა და მთის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონზე მუშაობის პროცესში ჩართულნი არიან როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
კანონის მთავარი პრიორიტეტი მთიანი სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ადგილზე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა იქნება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირს სოხუმში ოფისის გახსნა სურს?
შემდეგი სტატიასახელმწიფო აუდიტის სამსახური: სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძენილი ავტომობილების საჭიროებას ვერ ასაბუთებს