2 მარტს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდება

news
: news მარტი 1, 2016 20:59 განახლებულია

2 მარტს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდება

მნიშვნელოვანი

  • 2 მარტს ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე წერს.

სხვა სტატიები

2 მარტს ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე წერს.

„როგორც ევროკავშირთან საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ დღეს მეძლევა საშუალება, წინასწარ გაგიზიაროთ ახლახანს ბრიუსელიდან, ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარებისგან მიღებული ძალიან სასიხარულო ინფორმაცია.

2 მარტს ბრიუსელი უვიზო მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესასვლელად საბოლოოდ, ოფიციალურად გამოაქვეყნებს შეთავაზებულ სამართლებრივ ინსტრუმენტს მხოლოდ საქართველოსთვის !!!
ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება, ბოლო ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის შეთანხმების ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ეფექტურად ძალაში შესაყვანად.
გილოცავთ ყველას და მადლობა ყველას, ვინც, მიუხედავად დიდი წინააღგმდეგობებისა შინ და გარეთ, ამ დიდ ბრძოლაში ეს დიდი გამარჯვება მოგვაპოვებინა. დარწმუნებული იყავით, ეს გამარჯვება უდიდეს სიკეთეებს მოუტანს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას“,-წერს კვაჭანტირაძე.

 

news
: news მარტი 1, 2016 20:59 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics