2 მაისს ოდესაში არეულობას ელოედბიან

ლავროვი: აშშ-მ სირიის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრაზე უარი განაცხადარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთება გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ოდესაში “აიდარისა” და “აზოვის” მეომრები შევიდნენ, – ამის შესახებ ფედერაციის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ინფორმაცია ოდესაში შექმნილი მდგომარეობის გამო,“ – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ: ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, ქვეყნის პრეზიდენტმა ოდესაში, დაახლოებით, ათასი ძალოვანი შეიყვანა. სააკაშვილის თხოვნის მიზეზი ის შესაძლო არეულობა გახდა, რომელსაც ხვალ, ორ მაისს ოდესაში ელოდებიან. კერძოდ, ოდესის გუბერნატორი პროვოკაციას კულიკოვაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა მოსახსენიებლად დაგეგმილ ღონისძიებებზე ელის.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გვარდიის ნაწილები მოინახულა
შემდეგი სტატიაბრწყინვალე შვიდეული