2 კვირაა ოჯახი და პოლიცია 23 წლის ახალგაზრდას ეძებს

ოჯახის წევრები და პოლიცია 12 მაისის შემდეგ 23 წლის გოგიტა გოგიტიძეს ეძებს. ახალგაზრდა ქობულეთში, სახლიდან 12 მაისის დილას გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. სათვალთვალო კამერებიდან მოპოვებული ინფორმაციით, გოგიტიძე ბათუმში ჩავიდა და შემდეგ უკან ქობულეთში დაბრუნდა, რის შემდეგაც მისი კვალი ქრება.
ოჯახის წევრებს დაკარგვის შესაძლო ვერსიები არ აქვთ. ისინი დაკარგული ახალგაზრდას აზარტულ და საშიშ ინტერნეტ თამაშებთან კავშირს გამორიცხავენ
თუ ფლობთ ინფორმაციას გოგიტა გოგიტიძის ადგილსამყოფელის შესახებ, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე 577 08 0 5 48

banner
წინა სტატიაშიირაკლი სესიაშვილი : სიტყვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ უფლებებს, არამედ პასუხისმგებლობასაც
შემდეგი სტატიაპროვოკაციული სიუჟეტები საპატრიარქოს აგრესიისკენ მომწოდებელ სტრუქტურად წარმოჩენას ისახავს მიზნად – ვოლსკი “რუსთავი2”-ისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ეხმაურება