2 ივნისს დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

პოლიციის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში 2 ივნისს ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შსს-ს ინფორაციით, 2 ივნისს, დილის 09:00 საათიდან ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება ნოე რამიშვილის ქუჩაზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“.10:00 საათიდან კი – ჯორჯ ბუშის ქუჩის დასაწყისიდან, კახეთის გზატკეცილზე, ე.წ. ჯავახეთის ხიდებამდე. ავტომანქანები აღნიშნულ მონაკვეთზე თბილისის ცენტრიდან აეროპორტისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირების გავლით, ჯავახეთის ქუჩით, კახეთის გზატკეცილის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა 2 ივნისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ვეტოში ვენეციის კომისიის კრიტიკული მოსაზრებებია ასახული
შემდეგი სტატია“აბსოლუტურად უნიჭო კაცის დაწერილია”- სანიკიძის სკანდალური განცხადება ივანიშვილის წერილზე