2 წლის შვილის მძიმე ფორმით ცემის გამო მამა მიმალვაშია

უკრაინელი სამართალდამცავები ეძებენ ტერნოპოლის ოლქის ბორშევსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ 19 წლის მამაკაცს, რომელიც საკუთარი 2 წლის ვაჟის სხეულის მძიმე ფორმით დაზიანების გამო, სისხლის სამართლის დანაშაულშია ეჭვმიტანილი…

უკრაინული მედიის ცნობით, 19  წლის მამამ, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მაშინ როცა მისი მეუღლე საკუთარ ბოსტანში სამუშაოდ იყო გასული, სასტიკად ცემა 2 წლის ვაჟი, რომელიც დედამ სახლში დაბრუნების შემდეგ უგონო მდგომარეობაში ნახა.

დედის განცხადებით, მან ბავშვი მაშინვე სოფლის ფერშალთან მიიყვანა, რომელმაც თავის მხრივ ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით რაიონულ საავადმყოფოში გადაამისამართა და ტან პოლიციას სეატყობინა მომხდარის შესახებ. ექიმების განცხადებით, ბავშს ქალა-ტვინის დახურული ტრამვა და მრავალი ჰემატომა აღენიშნებოდა… თუმცა დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად მას სიცოცხლის საფრთხე აარიდეს.

უკრაინელი სამართალდამცავების ცნობით, მეზობლების მიერ, მოძალადე მამა ალკოჰოლის  ხშირ მიღებაში, მეუღლეზე ფიზიკურ ზეწოლაში ადრეც ყავდათ შემჩნეული… თუმცა მეუღლისავე თხოვნით მილიციის გამოძახება არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში ტერორისტმა, მოკლულის მოჭრილ თავთან ,,სელფი,, გადაიღო
შემდეგი სტატიაპუტინი – ლონდონის გეი-აღლუმის ,,ანტი-გმირი,, (VIDEO)