1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში-ირაკლი ღარიბაშვილი

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

1991 წლის 31 მარტი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში. 24 წლის წინ ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით, სამართლებრივად დაადასტურა, რომ აირჩია ეროვნული და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გზა.
რეფერენდუმი იყო თამამი ნაბიჯი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისაკენ, რომელიც გადადგა ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა. 31 მარტის რეფერენდუმი დღესაც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას – ეს არის საქართველოს ხალხის ურყევი ნება და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საძირკველი.
ეს დღე უკავშირდება საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას, რომლის ხელმძღვანელობით ქართველი ერი მტკიცედ დაადგა დამოუკიდებლობის გზას. 31 მარტი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეც არის.
დღეს ჩვენ თავისუფალ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სამართლიანად ვიბრძვით ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად. მჯერა, ეს ბრძოლა წარმატებით დასრულდება.

 

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: პრეზიდენტის ამ გამოსვლას გარკვეული ანალიზი სჭირდება
შემდეგი სტატიასაქართველოში სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი საწარმო აშენდება