ვისურვებდი, რომ სპეცრაზმელის ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მყარი იყოს- ზაქარია ქუცნაშვილი

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

ვისურვებდი, რომ სპეცრაზმელის ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მყარი იყოს, ვიდრე სუიციდამდე საკუთარი მდგომარეობის მიყვანა , – ასე შეაფასა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა თბილისის სპეცრაზმის ყოფილი მეთაურის, კახა ნაკანის მიერ ციხეში თვითმკვლელობის მცდელობა.
როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვენების გადაჭრა არ წარმოადგენს იმ საქციელს, რითაც სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაური უნდა გამოირჩეოდეს.
“ვენების გადაჭრა, ეს არ წარმოადგენს იმ საქციელს, რითაც სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაური უნდა გამოირჩეოდეს დანარჩენი ჯარისკაცებიდან.
საზოგადოებამ კორტების საქმე იცის. იქ ჩატარებული სპეცოპერაციის მძიმე შედეგები ვერაფრით ვერ არის დასაბუთებული, რომ ეს მკვლელობა გამართლებული იყოს. ჩემთვის ორი საკითხია მნიშვნელოვანი. ერთი, რომ ამ მკვლელობაზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. მეორე, სპეციალური დანიშნულების რაზმის მეთაურის ფსიქიკური მდგომარეობა ბევრად უფრო მყარი უნდა იყოს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღევანდელი მართლმსაჯულება იმაზე უარესია, ვიდრე ადრე იყო, მაშინ ის საკუთარ თავს და საზოგადოებას ატყუებს”, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა, თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა კახა ნაკანმა გლდანის ციხეში თვითმკვლელობა სცადა.

banner
წინა სტატიაში500-მდე ქართული ოჯახი მზადაა, ასურელი ბავშვები იშვილოს
შემდეგი სტატიაკახა ნაკანი გლდანის ციხეში სპეციალურად მოათავსეს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და წნეხი მოახდინონ