“მათ სურდათ ღმერთის გზაზე დადგომა,” – სირიაში წასული ქართველების მეგობრის განცხადება

timthumb (1)“მათ სურდათ ღმერთის გზაზე დადგომა,” – ეს განცხადება თოქშოუ არჩევანში სირიაში წასული ქართველი არასრულწლოვნის მუსლიმ კუშტანაშვილის მეგობარმა, ბექა უმარაშვილმა გააკეთა.ის აცხადებს, რომ მისმა მეგობარმა დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ღმერთის გზის საძებნად წავიდა.

“ეს იყო სპონტანური გადაწყვეტილება. პირადად ჩემთან მას ამ თემაზე არ უსაუბრია. ბოლო პერიოდში მის ქცევაში არ იყო არანაირი აგრესია ან ნიშანი, რომ ის აპირებდა სირიაში წასვლას.

შესაძლებელია, არსებობს ადამიანი აქ, ადგილზე, რომელიც იღებს ფულს უცხოეთიდან და საქართველოდან არალეგალურად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სირიაში გაყავს ადამიანები. თუმცა, ამაზე ერთი ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს,” – აცხადებს სირიაში წასული მუსლიმ კუშტანაშვილის ახლო მეგობარი, ბექა უმარაშვილი.

ბექა უმარაშვილი თარხარ ბათირაშვილთან დაკავშირებითაც აკეთებს განცხადებას.

“თარხან ბათირაშვილი ყურბან მეორეა, რომელიც ჯვაროსნული ომებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. შესაძლებელია, ეს ადამიანი აკეთებდეს ამ ყველაფერს და ის ხელმძღვანელობს ამ ჯგუფს, რომელსაც საქართველოდან გაჰყავს ახალგაზრდები,” – აცხადებს ბექა უმარაშვილი.

banner
წინა სტატიაში“პანკისში სისხლის ღვრაა მოსალოდნელი,” – ზაალ კასრელიშვილი
შემდეგი სტატიადავსჯი ერთ ადამიანს