19 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ფოთში 1 პირი დააკავეს

19 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ფოთში 1 პირი დააკავეს. დაკავებული, სავარაუდოდ, მოკლულის ბიძაშვილია.
რამდენიმე საათის წინ, თბილისში, უზნაძის ქუჩის ნომერ 117-ში, 19 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლების ინფორმაციით, მას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.

მეზობლების ცნობითვე, ახალგაზრდა დეიდის ბინაში იმყოფებოდა. მასთან ერთად, აღნიშნულ მისამართზე მისი ბიძაშვილი ცხოვრობდა. მოკლულის ბიძაშვილს ახლობლები ეძებდნენ, რადგან ის კონტაქტზე არ გამოდიოდა.

საქმეზე შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

banner
წინა სტატიაშირუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული სამი ქართველი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაუკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში დაიწყო