19 წლის გოგონა ყოფილმა შეყვარებულმა მოიტაცა

უჯარმასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა შორის მცირეწლოვანი ბავშვია

წალენჯიხის რაიონის  მკვიდრმა კ.კ , რამდენიმე დღის წინ, 19 წლის  დარჩელელი გოგონა ნ.ჯ ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა. როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, წყვილს ურთიერთობა გატაცებამდეც ჰქონდა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გოგონამ ვაჟს ცოლობაზე უარი რა მიზეზით უთხრა და საკუთარ სახლში რატომ დაბრუნდა.
„თაიმერის“ ინფორმაციითვე, გოგონა ამ წუთებში საკუთარ სახლში იმყოფება. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონას გარეგნული ძალადობის კვალი არ აღენიშნება, თუმცა სამართალდამცავები კომენტარის გაკეთებამდე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან..
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავის პარტნიორებს სახალხო პარტიიდან არასწორ, ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე
შემდეგი სტატია“რეფორმატორების” თავმჯდომარე ჯოზეფ დაულის განცხადებას ეხმაურება და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს მიმართავს