19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნას არ ეთანხმებოდა.

სხდომაზე პროკურორმა საქმის გარემოებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბრალდებულმა მსხვერპლს რვა ჭრილობა მიაყენა. განცხადება გააკეთა თავად რობერტ ახალაიამაც.

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.

შეგახსენებთ, 19 წლის გოგო თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 16 ივლისს მოკლეს. სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი ბიძაშვილი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშივანო ჯავახიშვილმა შსს-ს მთავარი სამმართველო დატოვეს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მთავრობის სურვილი, შექმნას დამატებითი ეკონომიკური სამსახურები საელჩოებში, არის მორიგი ბიუროკრატიული ახირება და ფულის ფლანგვა