(+18video) ნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა და ადამიანებს დაეჯახა

nicaნიცაში სატვირთო მანქანა ხალხმრავალ ადგილას შეიჭრა და ადამიანებს დაეჯახა. ინციდენტი ნიცას სანაპიროზე მოხდა, სადაც მოქალაქეები ბასტილიის დღეს ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ. როგორც ადგილორბივი მედია იუწყება დაღუპილია 50-ზე მეტი ადამიანი და დაშავავებულია ასეულობით ადამიანი.სანაპიროზე სროლის ხმაც ისმოდა. მომხდარიდან გამომდინარე ქალაქში პანიკაა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიას მოქალაქეები სირბილით ტოვებენ.

ფრანგული მედიის  ინფორმაციით, სატვირთო მანქანის მძღოლი პოლიციამ მოკლა.

ნიცის მერმა კრისტიან ესტროსიმ, რომელიც ინციდენტის დროს ბასტილიის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, twitter-ის საკუთარ გვერდზე მოქალაქეებს მოუწოდა, რომ სახლში დარჩნენ.

„ძვირფასო ნიცის მოქალაქეებო, სატვირთო მანქანის მძღოლმა ათობით ადამიანი იმსხვერპლა. ამ დროისთვის სახლებში დარჩით,” – წერს ესტროსი.

 

 

https://youtu.be/jEmY0qfbceQ

https://youtu.be/M5RXuBE8gM0

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: იაცენიუკმა იანუკოვიჩზე მეტი მოიპარა
შემდეგი სტატია(+18 video) ტერაქტი ნიცაში – 60 დაღუპული