ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. ილია მეორე თბილისში პარლამენტის წინ მდებარე 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ადგილზე სანთელი დაანთო.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს. დაიღუპა 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები.

banner
წინა სტატიაშისამების ტაძარში დიდი ხუთშაბათის სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა
შემდეგი სტატიაბექა მარგიშვილის ოჯახს პატრიარქმა და პრემიერმა მიუსამძიმრეს