18 500 ლარი პრემია- ანაზღაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იუსტიციის საბჭოს წევრების ხელფასებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზეა აღნიშნული საბჭოს წევრებზე კვარტალში ერთხელ გაიცემოდა თანამდებობრივი სარგოს 5 000 ლარის ოდენობის პრემია, ამასთან დამატებით იუსტიციის საბჭოს ყველა წევრს აგვისტოს თვეში მიღებული აქვთ 2 500 ლარის, ხოლო ნოემბრის თვეში 1000 ლარის ოდენობის პრემია. შესაბამისად, 2015 წლის (იანვარი-ნოემბრის) შრომის ანაზღაურებამ შეადგინა 73 500 ლარი, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 55 000 ლარს, ხოლო პრემია 18 500 ლარს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თანხას 2015 წლის იანვრიდან ნოემბრამდე იღებდნენ ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, გოჩა მამულაშვილი, ვახტანგ მჭედლიშვილი და კახაბერ სოფრომაძე.

IDFI 2014 წლის მონაცემებსაც აქვეყნებს, რომლის თანახმადაც საბჭოს წევრები ასევე დიდი რაოდენობით პრემიებს იღებდნენ კერძოდ, 2014 წელს თითოეულ წევრს მიღებული აქვს დაახლოებით 90 000 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, საიდანაც თანამდებობრივი სარგო შეადგენს 60 000 ლარს, ხოლო დანარჩენი პრემიას.

banner
წინა სტატიაშიბუდაპეშტის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს
შემდეგი სტატიავინ ტოვებს მინისტრთა კაბინეტს-“არა ერთი არამედ რამდენიმე ცვლილება”