17:00 საათის მდგომარეობით, გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობამ 26,2% შეადგინა

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები

17:00 საათის მდგომარეობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობამ 26,2 % შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 71847 ამომრჩევლიდან 17.00 საათის მდგომარეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 18813 პირმა.
“საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. დღის განმავლობაში მხოლოდ პროცედურული სახის ხარვეზები დაფიქსირდა. ამ დროისთვის უბნებზე დაწერილია 18 საჩივარი, ხოლო ერთი საჩივარი შესულია საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც ასევე ეხება პროცედურულ დარღვევას”, – განმარტა ანა მიქელაძემ.
მომდევნო საინფორმაციო ბრიფინგი ცესკო-ში 20.30 საათზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“თავი შეიკავონ და მოერიდონ გარკვეულ პროვოკაციებს”- კახა კალაძე მხარდამჭერებს მიმართავს
შემდეგი სტატიასტოლტენბერგის თქმით, ცივი ომი არ იქნება