17 ათასზე მეტმა ლტოლვილმა უჩივლა გერმანიის მთავრობას

მიმდინარე წელს 17 ათასზე მეტმა თავშესაფრის მაძიებელმა უჩივლა გერმანიის მთავრობას – Süddeutsche Zeitung-ი წერს. აქედან 90%-ზე მეტი საქმე მომჩივანებმა მოიგეს.
ასეთი დიდი რაოდენობით საჩივარი გამოიწვია იმან, რომ გერმანიამ ლტოლვილებს სრულუფლებიანი სტატუსი არ მისცა, ამის ნაცვლად ისინი ფედერალური უწყებებისგან შეზღუდულ სუფსიდიებს იღებენ.
ლტოლვილის ასეთი სტატუსი ნიშნავს ოჯახთან გაერთიანების შეუძლებლობას ორი წლის მანძილზე, ასევე, სოციალური დახმარების მხოლოდ ნაწილის მიღებას.
როგორც გამოცემა წერს, მომჩივანთაგან 15 ათასი სირიელია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: სულ მუდამ საინტერესოა შენთან ყოფნა, საამაყოა შენი ცოლობა
შემდეგი სტატია“ჯობს იყო ხმა წარსულიდან, ვიდრე დღევანდელობიდან, მაგრამ იყო ივანიშვილის საინფორმაციო ღრუ და მევალე”