17 მაისს თბილისის ცენტრს სტუდენტები LGBT-ს არ დაუთმობენ

დღეს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გამართული პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, 17 მაისს თბილისის თითქმის მთელ ცენტრალურ უბნებს მათ მიერ დაანონსებული აქცია დაიკავებს…

სტუდენტების განცხადებით, ისინი 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დღედ აღნიშნავენ, რაც მათი განმარტებით, როგორც მერიასთან ასევე საპატრიარქოსთან შეთანხმებული და მოწონებულია. სტუდენტები ამ დღეს თბილისის ცენტრში  LGBT პირებს არ ელოდებიან და ურჩევენ მათ რომ შეკრების ადგილად ქალაქის გარე უბანი აირჩიონ.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს, ისევე როგორც 2013 წლის 17 მაისის მოვლენების დროს, ბექა ცხადაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც დღეს თავის თანამოაზრე გიორგი ჭილაშვილთან ერთად ჩაატარა პრესკონფერენცია…

,,17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის და მშობელთა პატივისცემის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა სახის შემოქმედებითი და გასართობი ღონისძიებების გამართვა იგეგმება. ღონისძიებები დაიწყება 11:00 საათიდან, მოიცავს თბილისის ცენტრალურ უბნებს და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეკრების ძირითადი ადგილებია: რიყის პარკი, ვაკის პარკი, დედა-ენის ბაღი, პუშკინის სკვერი და ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია. დაგეგმილი ღონისძიებები საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციის საშუალებას აძლევს ნებისმიერ ხელოვანს, შემოქმედს და არტისტს, მათ შორის ყველაზე მოწყვლად საზოგადოებრივ ჯგუფებს: მსჯავრდებულებს, ვეტერანებს და შშმ პირებს. ღონისძიებების ინიციატორია სტუდენტური მოძრაობა, რომელიც აერთიანებს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. ღონისძიებების შესახებ ინფორმირებულია ქ. თბილისის მერია, უშუალოდ ბატონი დავით ნარმანია. ღონისძიების მონაწილე თითოეულ ადამიანს ექნება სრული გარანტია იმისა, რომ ვერავინ მოსთხოვს ადგილის დატოვებას სხვა სახის ღონისძიების ჩატარების საბაბით, იმდენად, რამდენადაც თითოეული ღონისძიება სანქცირებულია და პირადად მე, როგორც აქციის ჩატარების ნებართვის ადრესანტი ვიქნები მათი უფლებების დაცვის ერთ-ერთი გარანტი. საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია გვქონდა სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთან და იდეამ მხარდაჭერა დაიმსახურა,, განაცხადა ბექა ცხადაძემ პრესკონფერენციაზე.

,,წლევანდელი 17 მაისის ღონისძიებებით გამოვრიცხავთ იმას, რომ რაიმე დაპირპისპირება მოხდეს. თუმცა, შესაძლებელია, ექსტრემისტული ჯგუფები მივიდნენ და ძალადობის რაიმე ფაქტს ჰქონდეს ადგილი, თუმცა ეს უკვე სამართალდამცავების პრეროგატივა იქნება, როგორ აღმოფხვრიან ამას. თუ ლგბტ ადმაიანების დამცველი არასამთავრობოები შეიტანენ განცხადებას ღონისძების დაგეგმვის შესახებ მაგალითდ ლისის ტბაზე, ან სხვა ნებისმიერ ადგილას, გააკეთონ. ჩვენ ამ ღონისძიებებს იმიტომ ვაწყობთ, რომ კოლექტიური მსვლელობა არ დაიგეგმოს,, აცხადებს გიორგი ჭილაშვილი

banner
წინა სტატიაში112 გხედავთ – SMS და ვიდეო ზარის სერვისი
შემდეგი სტატიარეგიონებში 18 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება