ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ 4 ადამიანი მოკლან

მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის, საქმის გამოძიება გრძელდება.მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე პირი მოწმის სტატუსით დაკითხა.

დაკითხვაზე იმყოფებოდა ირმა ინაშვილიც. პატრიოტთა ალიანსის ხელძღვანელი აცხადებს, რომ მან პროკურატურას საქართველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტებისა და მკვლელობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, კიდევ 4 ადამიანი მოკლან.

დაკითხვაზე იმყოფებოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ყოფილი ხელმძღვანელი და მოკლული ბიზნესმენის მეგობარი, ირაკლი კორძაიაც. მას დეტალურად არ უსაუბრია, თუ რა ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს. თუმცა, კორძაია მკვლელობის დღესვე აცხადებდა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ბესიკ ხარძიანისთვის ქონების დაბრუნების პროცესი ხელოვნურად ჭიანურდებოდა.

გამოძიების შეფერხებაში მან მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, ზვიად ჯანყარაშვილი დაადანაშაულა. კორძაიას მტკიცებით, ჯანყარაშვილს გია უდესიანთან საერთო ბიზნესი აკავშირებს.

საგამოძიებო უწყებაში ელოდებიან ბიზნესმენ ჯონი გიგანსაც, რომელიც საჯაროდ აცხადებს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის დამკვეთი გია უდესიანია. მისივე განცხადებით, უდესიანს მთავრობაში მფარველები ჰყავს.

ბრალდებებისთვის დღეს არ უპასუხია მთავრ ადრესატს. გია უდესიანი საქართველოში არ იმყოფება. მკვლელობის დღეს გაკეთებულ განცხადებაში მან თქვა, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ხარძიანის დაკრძალვამდე კომენტარების გაკეთებას აღარ აპირებს.

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ მისი ოჯახის წევრები და ახლობლები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური სათნოების სახლ “კათარზის” ხელმძღვანელობის განცხდებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პრეტენზიებს პასუხობს