პირველი პრეზიდენტის 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამეგრელოში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.

10922665_410695682441725_2593154157994035620_nზუგდიდში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღნიშნეს.
პირველი პრეზიდენტის 76 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქალაქში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.
ზვიად გამსახურდიას ბიუსტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარიამ დღევანდელ დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი უწოდა.
31 მარტი სიმბოლური თარიღია, რადგან სწორედ ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დაემთხვა რეფერენდუმი, რისი საშუალებითაც ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლობის აღდგენა მოითხოვა“, – განაცხადა ქანთარიამ.

1979603_646155712184286_3648384372473897707_n
დღესვე ქალაქ ზუგდიდის მერიის ორგანიზებით, ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში.
მოგვიანებით კი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას წიგნები და საავტორო ფოტოები გამოიფინა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით კი პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან ბიბლიოთეკის მკითხველებმა ზვიად გამსახურდიას ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიებაში საჯარო სკოლის მოსწავლეები და სოფლის ბიბლიოთეკების თანამშრომლები
მონაწილეობდნენ.

 

ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე ასევე აღინიშნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

11079650_807541466004891_140156353482181511_n

ამ დღესთან დაკავშირებით, მეუნარგიას ქუჩის გორაზე, იქ სადაც აღმართულია ჯვარი, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესთან დაკავშირებით საიუბილეო ღონისძიება გაიმართა და საზეიმოდ გაიხსნა ზვიადის სახელობის მემორიალური დაფა. ღონძისძიებას ესწრებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ეროვნულ–განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრები, კულტურის მუშაკები და სხვა პირები. ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნა ასევე წალენჯიხის მთავარ ბიბლიოთეკაში, სადაც სიტყვით გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

11081213_807545122671192_3729128617145685709_n983829_735707466521625_8786633708855222981_n

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე წლის პოლიტიკურ კალენდარში
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტს აფასებს