აუდიტის სამსახური არასამთავრობოებს განცხადებით მიმართავს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების პროცესში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე საკონსულტაციო-საინფორმაციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო ,,თაიმერი” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგის საკითხებით დაინტერესებულ და შესაბამისი გამოცდილების მქონე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მათ წარმომადგენლებს და იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნების პროცესში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხებზე საკონსულტაციო/საინფორმაციო კომისიაში მონაწილეობის მისაღებად.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა წერილობით უნდა წარმოადგინონ მათი წარმომადგენლის ვინაობა და ინფორმაცია არჩევნების არაპარტიული მონიტორინგის გამოცდილების შესახებ.

პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისია სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პირველად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების დროს შეიქმნა და ფუნქციონირებდა, ასევე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში.

კომისიის მიზანია, პოლიტიკური დაფინანსების რეგულაციების შესაძლო დარღვევის თაობაზე მიღებული ინფორმაციის გაცვლა, ანალიზი, ასევე, პოლიტიკური დაფინანსების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების საკითხებზე საექსპერტო–საკონსულტაციო ამოცანათა შესრულება.
შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 7 აგვისტოს, 15:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში, თბილისში, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96“, -ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიყველაზე ცხელი კვირა – სინოპტიკოსების პროგნოზი
შემდეგი სტატიადღეს ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეწვევა