ბრიუსელის ცენტრალურ სადგურში თვითმკვლელი ტერორისტი მოკლეს

ბელგიის პოლიციამ, ბრიუსელის ცენტრალურ სადგურზე მოკლა კაცი, რომელსაც თვითმკვლელის ქამარი ეკეთა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს

სამართალდამცველები აცხადებენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ. წინასწარი ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

ბელგიის ეროვნული რკინიგზის კომპანიაში ამბობენ, რომ შემთხვევის ადგილზე მატარებლების მიმოსვლა შეწყვეტილია.

ინციდენტის გამო სადგურის ირგვლივ შექმნილია უსაფრთხოების პერიმეტრი.

ადგილობრივი სააგენტოს ცნობით, სავარაუდო ტერორისტის დაკავების მცდელობისას მცირე აფეთქება მოხდა.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი: ყველა თქვენგანის უბანში მოვალ, პირადად გაგესაუბრებით და ხელს ჩამოგართმევთ
შემდეგი სტატიაშსს-ს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა