სასამართლო საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ სარჩელს დღეს განიხილავს

სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

სარჩელს საპატრიარქოს დაფინანსების პრაქტიკის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს. სარჩელით სასამართლოს ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა.

საქმე ეხება 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის იმ ნორმების კონსტიტუციურობას, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს.

EMC-ს სარჩელი არადომინანტი რელიგიური რწმენის, ასევე ათეისტი, აგნოსტიკოსი და სეკულარი მართლმადიდებელი მოქალაქეების სახელით აქვს შეტანილი. მოსარჩელე მხარის აზრით, დაფინანსების არსებული პრაქტიკა დისკრიმინაციულია და წინააღმდეგობაშია როგორც კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებთან, ასევე სეკულარიზმის პრინციპებთან.

მოსარჩელე მხარის აზრით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება კონსტიტუციურ შეთანხებას არღვევს, რომლის მიხედვით, კომპენსაციის მასშტაბი ლიმიტირებულია. ზიანის ანაზღაურების ფორმას, რაოდენობას და ვადებს პარიტეტულ საწყისებზე შექმნილი კომისია უნდა განსაზღვრავდეს, თუმცა მსგავს კომისიას, მათი თქმით, არასოდეს უმუშავია, სახელმწიფო კი ყოველგვარი დაანგარიშების გარეშე აგრძლებეს განუსაზღვრელი სუბსიდიების გადაცემას.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) დატბორილი ქალაქის ქუჩები – წყალდიდობა სოხუმში
შემდეგი სტატიაედიშერ ქარჩავა დღეს საპატრიარქოს განცხადებას უპასუხებს