15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 21.28% შეადგინა

15:00 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ 21.28% შეადგინა, 222 243 ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 7 % არის სხვაობა პირველი ტურის ამ დროის მონაცემებით.

“არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში, რაც შეეხება საჩივრის ტიპებს არსებობს დმკვირვებლების აზრით გადაცდომები, თუმცა ჩვენ ვთვლით, რომ ესენი გადაცდომას არ წარმოადგენს“, – განაცხადა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო: მთაწმინდის ოლქში მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო უბნებზე პროვოკაციების მოწყობას გეგმავს