15-16 მარტს მდინარე გუმისთიდან შემოტევა ჩვენმა ბიჭებმა ღირსეულად მოიგერიეს

15-16 მარტს მდინარე გუმისთიდან შემოტევა ჩვენმა ბიჭებმა ღირსეულად მოიგერიეს

afxazetiშეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? – ეს კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია. თუმცა, სეპარატისტების მხრიდან არსებობდა აფხაზეთის გამოყოფის სურვილი, რასაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ომის გარდა ვერაფერი დაუპირისპირა. ომი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა, წავაგეთ. ვერ ვიტყვი, სასტიკად დავმარცხდით-მეთქი, რადგანაც მტრის შემოტევას წელიწადზე მეტ ხანს ვიგერიებდით.
აფხაზეთის მიწაც ადუღდა. დავკარგეთ ულამაზესი კუთხე, ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე, ქართულ-აფხაზური ძმობა… დამახინჯდა ისტორია და იქ ნაომართა ცხოვრება, რადგანაც წაგებული ომი ძნელი მოსანელებელი აღმოჩნდა.
ამ ხნის მანძილზე იყო სამი ხელშეკრულება და მათთან დაკავშირებული უპირობა და ღალატი. გადამწყვეტი როლი კი მაინც 1993 წლის 27 ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევამ შეასრულა. შეთანხმების თანახმად, აფხაზეთი ქართული შენაერთებისა და სამხედრო ტექნიკისაგან დაიცალა. მეორე მხარემ ტაიმაუტის გონივრულად გამოყენება მოახერხა. ძალებიც მოიკრიბა და აფხაზეთის ტერიტორიაზე ტექნიკაც განალაგა. ესეც გახდა ომის წაგების ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი.
მოწინააღმდეგის მიერ სოხუმზე თავდასხმა მანამდეც ხორციელდებოდა. 15-16 მარტს მდინარე გუმისთიდან შემოტევა ჩვენმა ბიჭებმა ღირსეულად მოიგერიეს. დიახ, ბიჭებმა და არა ჯარმა, რადგანაც მაშინ ქართული ჯარი, ფაქტობრივად, არ არსებობდა. იბრძოდა ყველა, საბჭოთა ჯარგამოვლილი თუ ისეთი მოხალისე, ვისაც ხელში იარაღი არასოდეს სჭერია; შევარდნაძის დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო ძალები თუ განდევნილი პრეზიდენტის ეროვნული გვარდიის ნარჩენები.

aq
ასეთი ქაოსისა და საბრძოლო უწესრიგობის მიუხედავად, შეტევა, რომელიც რუსეთის გენშტაბში დაიგეგმა, მოვიგერიეთ. მასში ჩაბმული იყო რუსეთის რეგულარული და სადესანტო ჯარები, ავიაცია, ფლოტი. აფხაზების მხარეს იბრძოდა შამილ ბასაევის ბატალიონიც.
ქართულ მხარეს კი ვაჟკაცობაც ეყო და სხვა ადამიანური თუ სამხედრო რესურსი, ეს შემოტევა მოეგერიებინა. ამ წარმატებისთვის გაგრაში ქართველი მოსახლეობის დახვრეტითა და საერთო ორმოში დაჭრილების ცოცხლად დამარხვით დაგვსაჯეს. თუმცა, მაშინ სოხუმი და, ზოგადად, აფხაზეთი გადარჩა…..

 

 

 

banner
წინა სტატიაშისასამართლო რეფორმის საკითხებზე ეკა ბესელია საფრანგეთში შეხვედრებს გამართავს
შემდეგი სტატიაგლდანში მოზარდს იარაღი გაუვარდა და 26 წლის გოგო დაიღუპა