15 წლის მოზარდი აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატია

მოზარდი აიოვას შტატიდან ბრედი ოლსონი აშშ-ს საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა. ფედერალურ საარჩევნო კომისიაში განცხადების დარეგისტრირებისას მან თქვა, რომ ქვია დიზ ნატსი (Deez Nuts) – ამის შესახებ “ნიუ იორკ პოსტი” წერს.

“მომდევნო ნაბიჯი იქნება პარტიის პოვნა, რომელიც მის კანდიდატურას დაუჭერს მხარს… კიდევ, კარგი იქნებოდა ვიცე-პრეზიდენტი შეგვერჩია, მაგალითად მაკკაბინსი – ბიულეტენში ეს გრაფა ასე მშვენიერი იქნება” – ამბობს ოლსონი.
მან ცნობადობა მაშინ მოიპოვა, როცა სოციოლოგიურ სამსახურს Public Policy Polling საკუთარი რეიტინგის დათვლა სთხოვა. “იქ ეწერა, მე ვარ დიზ ნატსი და მე საპრეზიდენტო კანდიდატი ვხდები. შეგიძლიათ ჩემი რეიტინგი დაითვალოთ? მე ვიფიქრე, რატომაც არა, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება” – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ნატსმა აიოვაში 8 % აიღო და ჩრდილოეთ კაროლინაში 9%. ძალიან მალე კი ტვიტერში ყველა ახალ კანდიდატზე საუბრობდა, თუმცა მას სხვა კონკურენტებიც ყავს, მაგალითად პრეზიდენტი იმპერატოტი ცეზარი, ჯეკ ბეღურა და სხვები.
ლიმბერბატ მაკკაბინსი კენტუკელი კატაა. შინაური ცხოველის განცხადება კატის 18 წლის მეპატრონის მეგობარმა გააგზავნა და კატა, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა. იტყობინებიან, რომ უკვე გამოჩნდნენ ვოლონტიორი იურისტები, რომლებიც კატის ინტერესებს წარადგენენ და დაიცავენ საარჩევნო კომპანიისას.

საპრეზიდენტო კანდიდატად ყველას შეუძლია დარეგისტრირება. პრობლემები მაშინ იქმნება, როცა სახუმარო კანდიდატი 5 000 დოლარზე მეტ შემოწირულობას მოაგროვებს.ამ შემთხვევაში ყალბი კანდიდატები გამოირიცხებიან.
ფრაზა Deez nuts! ინგისურ სლოგანში ოპონენტებისადმი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უპირატესობის გამომხატველი ფრაზა გახდა.
კანონის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ 35 წელზე ზევით მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიმებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს
შემდეგი სტატია“რუსეთმა ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი არ უნდა აღიქვას და შეაფასოს, როგორც საფრთხე”