15 ივნისი თბილისში უქმედ გამოცხადდება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხვალინდელი დღე, 15 ივნისი თბილისში უქმედ გამოცხადდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება იმოქმედებს მხოლოდ თბილისში და არ შეეხება იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც ჩართულები არიან სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო ღონისძიებებში.
ასევე, 15 ივნისი სამუშაო დღე იქნება საგანგებო შტაბისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ფინანსთა სამისნიტროსთვის, ქალაქ თბილისის მერიისა და მისი ყველა შესაბამისი სამსახურისთვის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკებისთვის. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება თბილისში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების და სატრანსპორტო ნაკადების შემცირების მიზნით მიიღო.

banner
წინა სტატიაშისაინფორმაციო სააგენტო «თაიმერი»-ის განცხადება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: ისე არ გაიგოთ, რომ მე ვაპირებ, წინა მთავრობას დავაბრალო მომხდარი