დალია გრიბაუსკაიტე უკრაინაში იმყოფება

„ვულოცავ საქართველოს და უკრაინას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიღებულ პოზიტიურ შეფასებას“

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე უკრაინას სტუმრობს. უკრაინული მედიის ცნობით, გრიბაუსკაიტე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღის მეორე ნახევარში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გეგმავს შეხვედრას.
დაგეგმილია კიევში ლიტვის პრეზიდენტის დაჯილდოებაც. მას უკრაინის აქტიური მხარდაჭერისთვის “წლის ადამიანის” ტიტული უნდა მიანიჭონ.
დალია გრიბაუსკაიტე კიევში ბოლოს 2014 წლის ნოემბერში იმყოფებოდა. მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგად, იგი 2014 წელს უკრაინის საუკეთესო ლობისტთა სათავეში მოექცა.

banner
წინა სტატიაშითავისუფლების მოედანზე აქციისთვის სცენის მონტაჟი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით – აცხადებს პრემიერმინისტრი