14:00 საათზე პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია სრულიად ზეპოლიტიკური იქნება

alasaniaირაკლი ალასანის განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატების” მიერ ხვალ, 14:00 საათზე პროკურატურასთან დაგეგმილი აქცია სრულიად ზეპოლიტიკური იქნება .
ამის შესახებ პარტიის ლიდრმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაზე არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური პლაკატები, პარტიის დროშები.

“მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას მხარდაჭერისთვის” – აცხადებს ალასანია.
შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდათ, მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განისაზღვრა.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან “თავისუფალი დემოკრატები” ბიძინა ივანიშვილის ხელს ხედავენ და კაბელების საქმესთან დაკავშირებით შაბათს აქციას პროკურატურასთან გამართავენ.

ე.წ “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.სექტორი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებულმა გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების განცდა.

banner
წინა სტატიაშია320-ის კატასტროფისას დაღუპულის ცხედრის პირველი ფრაგმენტი იპოვეს
შემდეგი სტატია“დემოკრატიის ახალ გზას შეუძლია საქართველოს გამოცოცხლება”