სინოპტიკოსები 6 დეკემბრიდან უნალექო ამინდებს პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -4 -5 გრადუსი იქნება, 6 დეკემბრიდან კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ქვეყნის სანაპირო რაიონებს, აღნიშნულ რაიონებში ტემპერატურა დაიკლებს.

„ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს, ეს ეხება სანაპირო რაიონებს, სადაც გუშინ 12 გრადუსი ფიქსირდებოდა, დღეს ოთხი გრადუსით დაიკლებს და მოსალოდნელია რვა გრადუსამდე. შიდა რაიონებში ტემპერატურის მომატებას თითქმის არ ველოდებით, მათ შორის, აღმოსავლეთ საქართველოში.

ზოგიერთ რაიონებში ღამით ყინვა გაძლიერდება, განსაკუთრებით შიდა და ქვემო ქართლში, სადაც შესაძლებელია ღამით -5 გრადუსამდე ყინვა დაფიქსირდეს“,-განაცხადა დოდო გვაზავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი : ჩვენი სურვილია, ფერეიდნელი ქართველების პროექტი გაგრძელდეს და მასში გოგონებიც ჩაერთონ
შემდეგი სტატიასაქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დაქორწინდა