13 ივნისის ტრაგედიიდან ოთხი წელი გავიდა

ოთხი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან. ოფიციალური ვერსიით, ტრაგედიის მიზეზი წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა.

დაახლოებით ერთი მილიონი კუბური მეტრი მიწის მასის ჩამოსვლამ ვერეს ხეობაში წყალდიდობა და გამანადგურებელი პროცესები გამოიწვია.

ტრაგედიას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორი მათგანი ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. სულ დაზარალდა 200-ზე მეტი ოჯახი.

თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი და მზიურის ბაღი. საერთო ჯამში ზარალმა 50 მილიონი ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი – საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯები ადასტურებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას
შემდეგი სტატიამართვის მოწმობა გამოცდების გარეშე – თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სუსმა 1 პირი დააკავა