13 ივნისის სტიქიისას დატბორილ ქარხანას მთავრობა ფართს გადასცემს

საქართველოს ეკონიმიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ხორც-პროდუქტების ქარხანა “ვაკეს” თბილისში 8 900 კვადრატული მეტრის ფართი გადაეცემა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული ქონება შეფასებულია 625 000 ლარად და შესაბამისად, საინვესტიციო ვალდებულება, 3 755 000 ლარის ოდენობით, “აწარმოე საქართველოს” ფარგელბში იქნება აღებული.

“კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ძეხვისა და ანალოგიური ხორც-პროდუქტების სულ მცირე 1 450 ტონის წარმოებას განახორციელებს.

თავდაპირველად, 170 ადამიანი დაიწყებს მუშაობას, ხოლო საბოლოოდ, აღნიშნულ კომპანიაში 190 ადამიანი დასაქმდება. ამ კომპანიას ძალიან ბევრი იცნობს, როგორც “ვაკის” სოსისების საწარმოდ.

ის დაიტბორა 13 ივნისის წყალდიდობისას და შესაბამისად, სწორედ ახლა ხდება რელოკაცია და ახალი ქონების გადაცემა”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: “ცენტრისტების” მოწოდებები ცალსახად მიუღებელია
შემდეგი სტატია“უბლოკო სტატუსი აფხაზეთის და სამაჩაბლობს პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გარანტია”