13-14 ივნისს თბილისში მომხდარ სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში მომზადდა

წყალში ჩაძირული მოედანი, ესტაკადა, ახალი გზა - ახალი ფოტოები

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის მიზეზებსა და შედეგებთან დაკავშირებით, ანგარიში მოამზადეს.

ანგარიში საზოგადოებას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გააცნო.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ხეობის მარჯვენა ფერდობზე ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების თანხვედრას, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლას თან დაერთო კლდეზვავების, მეწყერების, ღვარცოფების, მდინერეებში სიღრმითი და გვერდითი ეროზიების, წყალმოვარდნების, წყალდიდობების, დატბორვების და სეტყვის მასშტაბური განვითარება, რასაც მოჰყვა თანმდევი უარყოფოთი შედეგები და ადამიანთა მსხვერპლი.

სპეციალისტების მიერ, საველე პირობებში მოპოვებული ინფორმაციისა და საფონდო გეოლოგიური და ჰიდროლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე, შედგა წინასწარი ანგარიში, რომელშიც წარმოდგენილია მდინარე ვერეს ხეობაში ადრეულ წლებში განვითარებული კატასტროფების სტატისტიკური მონაცემები, სტიქიის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზები, ცალკეული უკიდურესად გართულებული უბნების გეოდინამიკური პირობები და შემუშავებულია რეკომენდაციები სამომავლოდ დამცავი ღონისძიების გასატარებლად, როგორც ახლო, ასევე, საშუალო ვადიან პერსპექტივაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიისა და ჰიდროლოგიის დარგის სპეციალისტებმა, მდინარე ვერეს ხეობაში, კატასტოფის განვითარების პირველივე წუთებში დაიწყეს სიტუაციის ადგილზე ოპერატიულად შეფასება, სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა, გადაუდებელი დამცავი ღონისძიებების გატარების მიზნით, სპეციალისტები რეკომენდაციებს ადგილზე გაცემდნენ.

banner
წინა სტატიაში“მოვუწოდებ სამედიცინო დაწესებულებებს, აქტიურად ჩაერთონ C ჰეპატიტიტის სკრინინგის ორკვირიან აქციაში”
შემდეგი სტატია,,თაიმერის” კორესპონდეტნის ორგანიზებით მილანში რუსეთის საკონსულოსთან აქცია გაიმართა