13–14 ივნისის ტრაგედიამ გამოაფხიზლა და შეაკავშირა ქართველი ხალხი

გამოაფხიზლა და შეაკავშირა ქართველი ხალხი

პაგონიანების ბეზპრედელი" ისევე უნდა აღიკვეთოს, როგორც "ქურდული სამყაროს" პარპაში" – ჯუმბერ კირვალიძე“13–14 ივნისის ტრაგედიამ, ლაფში და შლამში ჩაძირულმა თბილისის ცენტრმა მთელი საქართველო გამოაფხიზლა და შეაკავშირა ქართველი ხალხი”! – ჯუმბერ კირვალიძე

უბედურება, რომელიც თავს დაგვატყდა 13–14 ივნისს, რომელმაც ჩვენი თანამემამულეების სიცოცხლე იმსხვერპლა, არავის ეგონოს, რომ ეს “ჩვეულებრივი სტიქიური” მოვლენა იყო და მისი ლიკვიდაციის შემდეგ, ძველებურად გაგრძელდება ცხოვრება! განსაკუთრებით ასე არ უნდა იფიქროს წინა და ახლანდელმა ხელისუფლებებმა, ზოგადად ქართველმა პოლიტიკოსებმა! რატომ? იმიტომ, რომ ის სოლიდარობა, რომელიც ამ დღეებში და ამ საათებში გამოავლინა–გაიზიარა ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა ახალგაზრდობამ, მიგვანიშნებს იმაზე, რომ – 14 ივნისის შემზარავი ღამე წყალგამყოფი გახდა ძველსა და ახალს შორის, რაც იმას მიანიშნებს, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლება!! ეს ეხება ყველას და ყველაფერს, უწინარესად მათ, ვინც მართავს ქართულ სახელმწიფოს და ვისაც მმართველობაში მოსვლა სწადია! ქართულ პოლიტიკურ სპექტრს დიდი გამოცდის პერიოდი დაუდგა და თუ ისინი ამას ვერ გააცნობიერებენ, მაშინ, ჩათვალეთ, რომ მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში (რომელიც შეიძლება ვადაზე ადრეც გაიმართოს!) არანაირი შანსი არ ექნებათ! როგორც ჩანს, 13–14 ივნისის ტრაგედიამ, ლაფში და შლამში ჩაძირულმა თბილისის ცენტრმა მთელი საქართველო გამოაფხიზლა და შეაკავშირა ქართველი ხალხი! დიახ, ქართველი ხალხი ამ ტრაგედიამდე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, “პოლიტიკურ ლაფში და შლამში მოტივტივე” პოლიტელიტას აღარ მიიღებს და საკუთარი წიაღიდან გამოაჩენს, “დამყაყებულ პოლიტიკურ სტიქიასთან” მებრძოლ, სუფთა და მართალ, ახალ პოლიტიკურ ძალებს!!!…

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა ჩხოროწყუში
შემდეგი სტატიაინციდენტი ზუგდიდში… ტელეკომპანიის ოფისთან