13 ივნისის სტქიის დროს დაღუპულებს სომხეთში პატივი მიაგეს

ცხოველების ძარცვა - ბევრი ფული, უამრავი პრობლემა და უსაქმურების არმია!!!

13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულების ხსოვნას სომხეთში პატივი მიაგეს. ერევანში სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმი წუთიერი დუმილით გაიხსნა.

ფორუმის მონაწილეებს საქართველოს იუსტიციის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრებმაც მიმართეს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს სომხეთის პრეზიდენტი მიიღებს.

“ჩვენი სომეხი კოლეგების არის ის, რომ ეს ფორუმით ერთი შეხვედრით არ უნდა შემოიფარგლოს. ეს უნდა იყოს მუდმივი პლატფორმა და ამას შემოუერთდნენ სხვა ქვეყნებიც,”- აცხადებს თეა წულუკიანი

სომხეთში იმყოფება სასჯელაღსრულების მინისტრიც. რომელიც ამბობს, რომ სომხეთი მზად არის საქართველოს გამოცდილება გაიზიაროს.

“ეს შეხვედრები წაადგება, როგორც ერთ ასევე მეორე ქვეყანას. ისინი მზად არიან გაითვალისწინონ ჩვენი გამოცდილება და საქართველოში განხორციელებული რეფორმები სომხეთში დანერგონ,”- აცხადებს საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგანათლების მინისტრმა ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტური საცხოვრებელი დაათვალიერა
შემდეგი სტატიასაქართველოს თანაინვესტირების ფონდი სტიქიით დაზარალებულებს 500 000 ლარით ეხმარება