ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად კონსულტაციებს იწყებს

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შესაცვლელად კონსულტაციებს იწყებს. ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება ამჯერადაც უკან იხევს და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არც 2020 წლის არჩევნებისთვის აპირებს.

„მახინჯი, დრაკონული საარჩევნო სისტემა ხელს უწყობს, რომ მუდმივად, არჩევნების გაყალბების გზით, ან სისტემის გამოყენებით იყვნენ ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე, ოპოზიციისა და ქართული საზოგადოების ამოცანაა და ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონსოლიდირება ძალებისა და ერთიანი ფრონტით, მათ შორის მასობრივი აქციებით და დაუმორჩილებლობით, დავუპირისპირდეთ რეჟიმს,“ – აცხადებს გიორგი გუგავა.

ქართულ ოცნებას 2012 წელს დადებულ პირობას ახსენებენ ნინო ბურჯანაძის პარტიიდან. ასევე 2020 წლისათვის საარჩევნო სისტემის შეცვლას ახსენებენ თავისუფალ დემოკრატებში, რომლის აღმასრულებელი მდივანი, თამარ კეკენაძე, არჩილ თალაკვაძის განცხადებას მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით “უცნაურს” უწოდებს.

ენმ-ში კი საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ბრძოლისთვის ემზადებიან.

„ამ ხელისუფლებამაც აიღო ვალდებულება, რომ 2020 წლისთვის ამას შეცვლიდა. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ უახლოეს პერიოდში დავიწყოთ ფართო დისკუსია და კონსულტაციები, რომ არ მივცეთ საშუალება ხელისუფლებას, შეცვალოს ეს უკვე აღებული ვალდებულება, რათა შემდეგი არჩევნები არ ჩატარდეს დღეს არსებული უსამართლო სისტემით,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაში,,პეტრო პოროშენკოს მხრიდან ხატია დეკანოიძესთან და სხვებთან ჩემი შედარება უხერხულია”
შემდეგი სტატიაარავითარი დაპირება არ ყოფილა – ზვიად ძიძიგური საარჩევნო სისტემის შეცვლაზე ოპოზციას პასუხობს