12 და 13 აპრილს სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
თბილისის მერიიის ცნობით, 12 და 13 აპრილს სასაფლაოებამდე მუნიციპალურ ტრანსპორტით უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით თბილისის მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 1 აპრილს მთავრობის სხდომაზე მიიღო.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, აღდგომის დღეებში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები 08:00-დან 19:00 საათამდე იმოძრავებს. მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები მეტროსადგურ “დიდუბის” ზედა გასასვლელიდან გავა. კუკიისა და მახათას სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები სადგურის მოედნიდან და მეტროსადგურ “მარჯანიშვილიდან” მოემსახურება. საბურთალოს სასაფლაოზე ავტობუსები გავა მეტროსადგურ “დელისის” ტერიტორიიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მოსახლეობას ავტობუსები მეტროსადგურ “სარაჯიშვილიდან” მოემსახურება. ვერის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები ჭიჭინაძის ქ. №26-დან იმოძრავებს. ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები გავა მეტროსადგურ “ვარკეთილიდან და ასევე მისამართიდან: მე-3 მასივი, შუამთის ქ. მე-10 კვარტალი.

banner
წინა სტატიაში„ბორჯომი პატარა ქალაქია და აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის“- რა ინფორმაციები ვრცელდება აბულაძის დაკავებაზე?
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ დაბრუნდა კორუფცია