12 დაღუპული – ობამამ კაროლინას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა

obama

პრეზიდენტმა ობამამ სამხრეთ კაროლინას შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. გადაუღებელი წვიმის გამო დამბა გაირღვა, რის გამოც დასახლებები დაიტბორა.

წყლის დონის სწრაფი მატების გამო მოსახლეობამ ევაკუაციის დაწყების ბრძანება მიიღო. ბოლო მონაცემით სტიქიამ სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში 12 ადამიანი იმსხვერპლა.

წყალდიდობის გამო სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. დატბორილი შენობებიდან და მაგისტრალებიდან ხალხი მაშველებს ვერტმფრენებით გაჰყავთ. ათეული წლებია ასეთი უხვი ნალექი კაროლინაში არ მოსულა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა
შემდეგი სტატიატერაქტების სერია ერაყში – ისლამისტების აფეთქებები ბაღდადში, ბასრასა და ხალისში