“112” ზარებს ვერ იღებს – შსს მოსახლეობას მიმართავს

გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია – ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს და მოსახლეობას შექმნილი ვითარებისთვის ბოდიშს უხდის:
“112”-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, გადაუდებელი შემთხვევისას მოგვწერონ “112”-ის “ფეისბუქის” გვერდზე, პირადი შეტყობინების სახით.” ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში(Video) ყაზბეგში ჯიხვების ფარა დააფიქსირეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი მეხანძრე – მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს