112-ს აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“-ის დირექტორის მოადგილემ მაია გიორგაძემ, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს – ელიზაბეტ რუდს „112“-ის თბილისის ცენტრში უმასპინძლა.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი – მაიკლ მაკმენი, კოორდინატორთან ერთად, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს დირექტორი – ჯენერ ედელმანი.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარების და „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, ასევე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ. „112“-ის წარმომადგენლები მათ ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის, ზარის მიღებისა და დამუშავების სპეციფიკაზეც ესაუბრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ 2012 წლამდე პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბიზნესმენმა რომან ფიფიამ BGEO Group-ის („BGEO“) წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო