11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომხდარი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა.

ალ-ქაიდას თვითმკვლელ ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელდა. ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი.

ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა, იქვე მდებარე შენობები კი ძლიერ დააზიანა.

გამტაცებლებმა მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ-ქაუნთის (პენსილვანია), ველზე ჩამოვარდა.

ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.

2001 წლის 11 სექტემბერს სულ დაიღუპა 1973 ადამიანი. აქედან 24 დღემდე დაკარგულად ითვლება.

banner
წინა სტატიაშიგერმანელმა ჟურნალისტებმა ქართველი სამართალდამცველების მუშაობა დადებითად შეაფასეს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ბარაკ ობამას წერილს უგზავნის